Posts

Showing posts from September, 2017

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს  მოდული  დამეხმარა  გავცნობოდი   მოსწავლეთა  საჭიროების  მოკვლევის  მიზნით  შექმნილ  შეფასების  ფორმებს და  შემდგომში  მოვახდინო  მათი  ინტეგრირება   21-ე  საუკუნის უნარებთან . ამ  მოდულის  დახმარებით  გავეცანი  ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა  და კომუნიკაციის  ხელშესაწყობად ,  სასარგებლო  ვებსაიტების  ეფექტურად მოძიებას და მათი  შეფასების  მეთოდებს, ვებსაიტების  საავტორო  უფლებებსა და  მათ კანონიერ  გამოყენებაზე  ინფორმაციის  მოპოვებას რაც  გვეხმარება   გამოვიყენოთ ინტერნეტი   თემის  შესაბამისად .

მეორე მოდულის რეფლექსია

,,ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების და  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...“   მიმართულების  მიმცემი  საკვანძო კითხვების გამოყენება სასწავლო  პროცესში მასწავლებელს  ეხმარება  განავითაროს  მოსწავლეებში  მაღალი სააზროვნო  უნარ-ჩვევები და  აგრეთვე  მოსწავლეებმა შეძლონ სასწავლო თემატიკის  სიღრმისეული სწავლება  ამავდროულად   მოსწავლე  აფასებს თემის  მნიშვნელოვან  ამოცანებს  ჩართულია შეფასების პროცესში   ხდება  აგრეთვე  მოსწავლეთა საჭიროების დადგენა  თვითრეგულაცია და თანამშრომლობის  წახალისება  პროცესის  მონიტორინგისთვის გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური  აზროვნების  წასახალისება  ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირებისთვის 

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში თნამედროვე  ცხოვრება  ბევრ სიახლეებს  გვთავაზობს  ჩვენ  მასწავლებლებს . სიფხიზლეს და დიდ მონდომებას  ითხოვს ჩვენგან . წინააღმდეგ  შემთხვევაში  დანაშაული  იქნება  ჩაატარო  გაკვეთილი  თანამედროვე  ,,ბუკების  თაობის"    მოსწავლეებისათვის   შესაფერისი და მოსაწონი .   ვიყო თანამედროვე  მასწავლებელი , ნიშნავს  ვიყო  სიახლეებზე  ორიენტირებული .  ვფლობდე  21  საუკუნისათვის საჭირო  უნარ-ჩვევებს,რათა  მოსწავლეები  განათლების თანამედროვე მოთხოვნებს  ვაზიარო.  ნიშნავს  ვიყო  აქტიური  და დავეხმარო  მომავალ თაობას ,რათა არ ჩამორჩნენ თანამედროვე სამყაროს  მარად  განვითარებად ტენდენციებსა და ცხოვრების რიტმს.    ეს  მოდული   ,,ინტელის  ტრენინგი"    რომელსაც  ბატონი  დათო  მალანია   გვიტარებს  გვიკვლევს  გზას  ამ  მიმართულებით .  ღრმად  მწამს  რომ  ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა  და გამოცდილება  ,,ინტელის ძირითადი კურსი  პროექტებით  სწავლება "   დამეხმარება  სასწავლო  ღონისძიებების  დაგეგმვის